kids.ge logo

დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობ

(ვუძღვნი ქართველ ემიგრანტებს)

ფავორიტებში დამატება

მე დაბრუნებას თითებზე ვითვლი
და მონატრებას ცრემლებით ვყლაპავ,
ღვთისმშობლის ნაკურთხ მიწის შვილი ვარ,
შენოდ მხოლოდ მარტოსულს ვგავარ!

მე უბით დამაქვს მიწა ქართული,
გამონასკვული, ნაქარგი ქისით,
შენობა რომ გულს სევდით მივსებს,
შევნატრი ჩემს ქოხს დახურულს ისლით!

ვნანობ, რომ წაველ და მიგატოვე,
თითქოს დავკარგე ძალა და რწმენა,
ჯობდა ღარიბი ვყოფილიყავი,
არ შემიპყრობდა უკვალო სევდა!

ვნატრობ წინაპრის ვაზებში ჩაწნულ,
ქარვისფერ მტევნის მარცვლების ციალს,
ქვევრში ჩაწურულ რქაწითელ ღვინის,
ზედაშეს წვეთით მორჩენილ ფიას!

ვნატრობ ფიჩხებით დანთებულ თონის
დედას პურების მოტეხილ ყუას,
თუხთუხებულ თათარას გემოს,
ტაბლაზე დადგმულ წყლით სავსე სურას!

ქართული მთების მიწის წიაღში,
წყაროს წყალს ვნატრობ პეშვით დავლიო,
ჩემი სამშობლოს საკურთხეველში,
ღმერთს ვთხოვ საკმევლის სუნით მაკმიოს!

მიტოვებული კერია მტანჯავს,
ჩემს გულის უფალს ვერა, ვერ ვატკბობ,
სამშობლო ჩემო გთხოვ, მაპატიო,
დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებო თავს არ მანებებსუკვე ყველას შევიცნობ და ღიმილი მიყვარს, დილით როცა ვიღვიძებ, ვყვები ღამის სიზმარს. ბებო თავს არ მანებებს,...თბილისურიმთაწმინდისკენ გავუყევი ბილიკებს, გამახსენდი, შენი ნახვა მომინდა, სიყვარულით შევსვი ტკბილი ზედაშე, მეტეხს ...დაუვიწყარი დეკემბერიშემოდგომამ ბევრი სითბო დამიტოვა, სიხარულით ამავსო და ჩამიხუტა, ახლა მიდის, ელოდება თავის დაქალს, სადაცაა ...მე, ყველა დედა, მინდა დაავლოცოთვალწინ გაირბენს ჩემი ბავშვობა, როგორ მირწევდი სიმღერით აკვანს, სხვა სითბო ჰქონდა იმ სიტყვას „შვილო“, სხვ...საქართველოს მთებში საქართველოს მთებში ნანას დავამღერებ, ბარში წყაროს ვაკისკისებ კენჭებიანს, ჩემს მიწაზე სიყვარულის ფერით მოვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026