kids.ge logo

დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობ

(ვუძღვნი ქართველ ემიგრანტებს)

ფავორიტებში დამატება

მე დაბრუნებას თითებზე ვითვლი
და მონატრებას ცრემლებით ვყლაპავ,
ღვთისმშობლის ნაკურთხ მიწის შვილი ვარ,
შენოდ მხოლოდ მარტოსულს ვგავარ!

მე უბით დამაქვს მიწა ქართული,
გამონასკვული, ნაქარგი ქისით,
შენობა რომ გულს სევდით მივსებს,
შევნატრი ჩემს ქოხს დახურულს ისლით!

ვნანობ, რომ წაველ და მიგატოვე,
თითქოს დავკარგე ძალა და რწმენა,
ჯობდა ღარიბი ვყოფილიყავი,
არ შემიპყრობდა უკვალო სევდა!

ვნატრობ წინაპრის ვაზებში ჩაწნულ,
ქარვისფერ მტევნის მარცვლების ციალს,
ქვევრში ჩაწურულ რქაწითელ ღვინის,
ზედაშეს წვეთით მორჩენილ ფიას!

ვნატრობ ფიჩხებით დანთებულ თონის
დედას პურების მოტეხილ ყუას,
თუხთუხებულ თათარას გემოს,
ტაბლაზე დადგმულ წყლით სავსე სურას!

ქართული მთების მიწის წიაღში,
წყაროს წყალს ვნატრობ პეშვით დავლიო,
ჩემი სამშობლოს საკურთხეველში,
ღმერთს ვთხოვ საკმევლის სუნით მაკმიოს!

მიტოვებული კერია მტანჯავს,
ჩემს გულის უფალს ვერა, ვერ ვატკბობ,
სამშობლო ჩემო გთხოვ, მაპატიო,
დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნედლი თხილითხილის ბღში შევიპარეთ, მე, შოთა და ქეთია, ხეს ტოტები დავატეხეთ, გაგვიბრაზდა ბებია. ეს რომ ბებომ დაინახა, ...მასწავლებელსცოდნის სინათლის მატარებელო, უფლმა მოგცეთ დიდი დიდი გაძლება, რადგან თქვენა ხარ მათი მოძღვარი, ვინც ამ ქვეყ...დედაშვილობადედისთვის შვილი განძია, შვილისთვის დედა მნათობი, კანდელის წმინდა ალია, მისთვის სიცოცხლის დამთბობი! დედაშვ...იავნანამზე ჩასულა, დაღამდაო, თვალში ძილი ჩამდგარაო, ჩემს ანგელოზს ეძინება, ნანა შვილო, ნანინაო. ვარსკვლავივით თვ...შვილისთვის დედა წმინდა ხატიაუფალო ღმერთო შენ დაიფარე, დედაშვილობის წმინდა ტაძარი, ნუ დააშორებ დედას თავის შვილს, რომ არ ქვას :-ნეტავ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026