kids.ge logo

ჩემთ მეგობართ

ფავორიტებში დამატება
ჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ
და სიყვარული გულის ჭირთაც გისიმოვნებთ,
არ დაიჩნიოთ შავის ბედის მსწრაფლნი ლახვარნი
და შეპოვრად წარიხოცეთ ცრემლნიცა მწარნი.

აჰყევით სოფელს, შეურჩენელს და მომღერალსა,
ნუ მორიდებთ სიყმაწვილეს ტრფობისა ალსა!
სასაცილოა, ბერი კაცი რომ ყმაწვილობდეს,
და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!

მას ვაქებ, ვინცა თვის სიცოცხლე ასე ატარა,
რომ ყოველი დრო შესაფერად მიმოიხმარა!
მაშინცა კმარა დადუმება გულის ვნებათა,
კისრად ტვირთება წუთის-სოფლის მძიმე ზრუნვათა.

დეს მზის სხივნი შეგვიცვლიან ჩვენ დილას მას ნელს
და ცრუ სოფელი სიყვარულსაც შეჰყრის სარგებელს!
მხოლოდ ერთს გირჩევთ და გახსოვდეთ ესე თათბირი,
მერწმუნეთ, ძმანო, ნაცადი მაქვს ეს გულის ჭირი:

არ შეემსჭვალოთ მოკისკასეს, კეკელა ქალსა,
სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ მომღერალსა!
შიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმულებს,
ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიკარებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრადსულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად, ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად? მარქვი, რა უყავ, ......ნა ფორტეპიანოზედ მომღერალიხმა საკრავისა, ნელ ნარნარისა, სულს განახარებს; და მშვენიერის ენა ამიშლის გულისა ჭირებს! ვჭვრეტდი ლამაზსა,...ჩემს ვარსკვლავსრად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო? მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო: შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას...შენნი დალალნი ყრილობენ გველადშენნი დალალნი ყრილობენ გველად სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად, და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ ხან ნუგეშისთ...ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-სმძღვანელობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის, თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა ძრწოდე, კავკასო! ახლო არს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026