kids.ge logo

შენ აყვავილდი ჩემო სამშობლო

ფავორიტებში დამატება

მინდა, რომ სევდა დაგისმარო,
რომ მოგწვდე გულის ფიცრამდე,
ცაში გაფრენილ არწივს ვედარო,
დაღადრულ მიწას ფრთებით გიწამლებ!

მინდა, დავჭექო სვანური "ლილე",
„იავნანინა“ ვუმღერო თეთნულდს,
შხარას სიმაღლეს კამარა შევკრა,
ყური დავუგდო ენგურის ფერხულს!

მინდა, მთის ხიბლით ალმოდებულმა,
ბარიც სიცოცხლით გაგიმზინო,
"წინწყარო" ლაზურ "დიდოდოსთან"
ღვთიურ სიმებში ავახმინო!

მინდა, იმერეთს დარი ვუკურთხო,
ფშავ-ხევსურეთს კი ილაღები,
რაჭას ლამაზი სიდარბაისლე,
გურიას სხარტი "ბათები"!

ვიცი, რომ სევდას დაგისამარებ,
გულის ფიცრამდე ლოცვით მოგწვდები,
შენ აყვავილდი ჩემო სამშობლო,
ქართულ მიწისთვის ვფიცავ, მოვკვდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოსფესვმაგარი მუხის ტოტებს, სიყვარულის ჯავშანს ვუქსოვ, ღვთისმშობელის ნაკურთხ მიწის შვილებს ვუმღერ, გულს გავუ...საქართველოს მთებში საქართველოს მთებში ნანას დავამღერებ, ბარში წყაროს ვაკისკისებ კენჭებიანს, ჩემს მიწაზე სიყვარულის ფერით მოვ...იავნანამზე ჩასულა, დაღამდაო, თვალში ძილი ჩამდგარაო, ჩემს ანგელოზს ეძინება, ნანა შვილო, ნანინაო. ვარსკვლავივით თვ...ნუციკო და ბალიეს ნუციკელა პატარა, ბლის კუნწულებთნ საუბრობს, ჯერ მათი გემო არ იცის, რადგან ფაფებით საუზმობს. ნეტავ, რას ...ნედლი თხილითხილის ბღში შევიპარეთ, მე, შოთა და ქეთია, ხეს ტოტები დავატეხეთ, გაგვიბრაზდა ბებია. ეს რომ ბებომ დაინახა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026