kids.ge logo

დამსეტყვე, ცაო

ფავორიტებში დამატება
(სიმღერა)

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
ქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გატეხელი,
მოღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლენებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამ ქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არვ ტარასტა სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, -
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯერ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიან ჩონგურს
თასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაწეროდი!
ბარო, წამნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაკეროდი!..
სევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, -
გივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩებოდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს -
კეთილსა ვყვანდე ზირად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზინად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, -
ჯერ ისევა ვარ ფხინად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...მუტრუკი მიტომ მუტრუკობსმუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო! გაიგე ავი და კარგი...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026