kids.ge logo

ეკლიანი ზღარბუნა

ფავორიტებში დამატება

ეკლიანმა ზღარბუნამ
ვაშლი შეახრამუნა,
ეს რომ ნახა მაკუნამ
დაძახა თამუნას.

მიტანეს ჩურჩხელა,
შოკოლადიც ხრაშუნა,
მოცუნცულდა ხათუნაც,
მოიყვანა კატუნა.

კაკლის სუნით ჩურჩხელამ,
თავი ვეღარ დამალა,
გაიღვიძა თაგუნამ
და გონება დაძაბა.

ცებ თავბრუ დაეხვა,
მომარჯვა ცაცუნა,
გახედა სოროდან,
შემჩნია კატუნა.

ცახცახდა თაგუნა
და დაწყო კანკალი,
ფიქრობს ზღარბმა არ ჭამოს,
დამიტოვოს კაკალი.

მერე იცით, რა მოხდა?
ეკლიანმა ზღარბუნამ,
პირი დიდზე გაღო
და გემრიელ სასუსნვს
მუსრი უცებ გაავლო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოს სიყვარულშისიტყვა ვკაზმე ემოციით. ვადიდგულე ფიქრით, ქარვისფერი მზის სხივებით, ჩამოვკარი სიმი! საქართველოს სიყვარულში...ღმერთო დალოცეღვთისმშობლის წილხვედრ მიწას ვუმღერი, ვესალბუნები, როგორც მალამო, ღმერთო დალოცე ქვეყნად ქართველი, ფესვგამა...დედიკოსჩემო ლამაზო დედიკო, ჩემო ტკბილო და კეთილო, უფალმა დიდხანს გაცოცხლოს, ცრემლი არასდროს გედინოს!...მასწავლებელომასწავლებელო, გაზაფხულივით თბილო, ლამაზო! მასწავლებელო, დედასავით ტკბილო და ნაზო! მასწავლებელო, მთის წყარ...ცნობისმოყვარე ცუგრიაეზოს ფრთხილად დარაჯობს, ყურპანტურა ცუგრია, წიწილებთან თამაში, იცით, როგორ სწყურია? ქანდარაზე შემომჯდარა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026