kids.ge logo

ნოდარიკოს სტუმარი

ფავორიტებში დამატება

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
წყალში ყინვა ჩამდგარიყო,
ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის
ტყეში მოცვი გამქრალიყო,
მშირი და გათოშილი
ფანჯარასთან მომდგარიყო
და ტირილით ეძახოდა:
- გამიღეო, ნოდარიკო!
სხვანარად აბა, განა
შეიძლება მომხდარიყო?
ის ზარმაცი ღობემძვრალა
ნოდარისთან სტუმრად იყო.
სტუმრად იყო და შიმშილით
ჩიტი რომ არ მომკვდარიყო
დღეში სამჯერ ჩაის კოვზით
რძეს ასმევდა ნოდარიკო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნოდარიკოს გასაჭირი- უსმინე დეიდებს, ბიცოლებს, მამიდებს, თუ გინდა ამ ზაფხულს სოხუმში წახვიდე, ახლავე სუყველას პირობა დაგვიდე...სახლობანანეტავ სად ხარ, შენს ძებნაში მოვირბინე ეზო, წამო ჩვენთან, სახლობანა ვითამაშოთ, რეზო! რა კარგია, ჩხუბს და ც...თაგვითაგვი ვარ, სპილო ხომ არ ვარ, რომ მაბრალებენ ამდენსო, ერთ მარცვალს შევჭამ, ყვირიან: - ვაი, ბეღელი დაგვევსო...ბიჭი, ძაღლი და ბებიანოდარიკო და ბემბი ცხოვრობენ როგორც ძმები, ერთი თეფშიდან თქვლეფენ, ორთავე ერთად ყეფენ. ტახტის ქვეშა აქვთ ბ...ქეთინოდედიკომ და მამიკომ დამიტოვეს ქეთინო, ასე მითხრეს: - მიხედე, არაფერი ეტკინოს; არაფერი გატეხოს, არ დაკუწოს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026