kids.ge logo

ქეთინო

ფავორიტებში დამატება

დედიკომ და მამიკომ
დამიტოვეს ქეთინო,
სე მითხრეს: - მიხედე,
რაფერი ეტკინოს;
რაფერი გატეხოს,
არ დაკუწოს კაბები,
არ მოხატოს კედლები,
არ აბურდოს ძაფები;
დამალე ნემსები,
დამალე ღილები,
მაკრატელიც დამალე,
არ დაიჭრას ფრჩხილები;
არ გაღოს კარადა,
არ დახიოს წიგნები,
ფანჯარა თუ გატეხა,
დამნაშავე იქნები;
არ მიუშვა ღუმელთან,
არ დაგვღუპო, მანანა!
არ დახაზოს პარკეტი,
დამალე მანქანა;
არ ჩაუშვა ეზოში,
სურდო არვინ დამართოს,
დამალე ფანქრები,
ხელში დანა არ ანდო;
როცა გავალთ, კარები
გადაკეტე რაზებით,
განჯინაში ჩაკეტე
ჭიქები და ვაზები.
მეტი რა დაგიბაროთ,
თვით მიხვდები დანარჩენს...
ჰო, ასანთი არ ანდო,
თორემ ხანძარს გაჩენს.
- ჰოდა, ასე თუ გინდათ,
დედიკო და მამიკო:
რაფერი შეემთხვეს
ჩემს პატარა დაკოს;
თუ გინდათ, რომ ქეთინოს
რაფერი ეტკინოს,
მე გამიშვით კინოში,
თქვენ მიხედეთ ქეთინოს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქალაქი და სოფელიჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სულ დაგვისველა ბაბთები, სახლში შემოდი, ხათუნა, შემოდი, ავად გახდები! ჟუჟუნა წვიმა მო...ფისოფისუნია, ძილისგუდა, ჩხუბის ღირსი არა ხარ? მუდამ გძინავს, თაგუნამ კი ყველაფერი გადახრა. არა, ფისო, ჯერ არა...ავტობიოგრაფიადედიკო მყავს სტუდენტი, მამა - არქიტექტორი, ბებო - თვალის ექიმი, ბაბუა კი - ლექტორი. მიყვარს ბევრი ძილი და...ერთმა პატარა ბეღურამერთმა პატარა ბეღურამ დალეწა რკინის გალია; ასი პეპელა შეჭამა, ორი ათასი კალია, ასი ათასი მუხლუხო, მერე მოს...გაზაფხულო ლამაზოჩემო ჭრელო პეპლებო, ჩემო ლურჯო იებო, ჩემო ნუშის ხეებო, ჩემო ჩიტუნიებო. როდის აყვავილდებით, ატმებო და ვაშლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026