kids.ge logo

ქურდის ქურდი

ფავორიტებში დამატება
ხათუნამ გულის კანკალით
ბებოს მოპარა კაკალი.
და როცა კაკალს ჰპარავდა,
როცა ხურავდა კარადას,
ქილა გატყდა მურაბის,
და სწორედ ამ დროს ხათუნას
თავზე წაადგა ზურაბი.
ხათუნამ უთხრა: - ძამიკო,
მოდი, კაკალი გავიყოთ!
ზურიკომ უთხრა: - დაკო,
ეს რომ ბებიამ გაგოს,
ეს რომ დედიკომ გაგოს,
ეს რომ მამიკომ გაგოს?..
მიტომ მთელი კაკალი
მე უნდა მომცე, დაკო!
ხათუნამ ხელის კანკალით
სულ ჩაუთვალა კაკალი.
მერე არ იცით, რა იყო?
ბებიამ მაინც გაგო.
როცა ბებიამ გაგო,
მერე მამამაც გაგო,
მერე დედამაც გაგო.
ჭორმა ირა, ირა,
სოფელი შემოირა,
მაგრამ ხათუნა კი არა,
ქურდი კაკლის და მურაბის -
მაგრად მიტყეპეს ზურაბი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...ხანძრობანახანძრობანას თამაში შეიძლება თავლაში?! ქალბატონო ასმათი, დაუმალეთ ასანთი! ნოდარიკო თავბუა, ნუ აწვალებ ბაბუ...მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...დათუნიას მოსაწვევი ბარათისათაფლიას უსიერში ყველას, ყველას გელით, ხვალ ჯვარს იწერს ჩემი ბიჭი, საამაყო ბელი. ფიჭვნარში მაქვს გამართუ...ავტობიოგრაფიადედიკო მყავს სტუდენტი, მამა - არქიტექტორი, ბებო - თვალის ექიმი, ბაბუა კი - ლექტორი. მიყვარს ბევრი ძილი და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026