kids.ge logo

ლილი და მზე

ფავორიტებში დამატება

მზის ამოსვლას ელოდება
მხირული ჩვენი ეზო,
მზის ამოსვლას ელის ლილიც,
საგები რომ გაამზევოს.
გამოფინა უკლებლივ
მზეზე საბან-გობანი,
ვანი ათასფერს
დაამსგავსა გობელენს.
აბრეშუმის საბნები-
ბამბის გოლითები,
ზოლებიან ლებებს
მიუწვინა გვერდი-გვერდ.
მზეს უფიცხებს ლილიკო
ჭრელა-ჭრულა მუთაქებს,
(ტკბილად ჩაგეძინება,
მოდებ თუ თავქვეშ).
ბალიშები ბუმბულში
ლამაზ სხივებს იწნავენ,
გამოფენა ფერადი
შვენის ეზოს სიმწვანეს.
ფუმფულდება მზის გულზე
მთელ დღეს საბან-გობანი,
დახეთ,როგორ სასწაულს
ახდენს ცეცხლის გორგალი.
გაბერა საბნები,
ბალიშები აფუვდა,
ლებები ერთბაშად
გასუქა ზაფხულმა.
გამზევება საგების
რის მართლა საქები.
განამზევებ ლოგინში
ძილი სხვაა სრულებით,
ივსება სიზმრები
ფერით და მზის სურნელით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეზოს ძაღლი ამუნაეზოს ძაღლი ამუნა ასე რატომ გაავდა? უღრენს ყველას, ღრი, ღრი, ღრი, უყეფს ყველას, ავ, ავ, ავ! დაუყრია ლეკვებ...ლამაზი ყულაბა– ამ ლამაზი ყულაბის რა სჯობია ყურებას? სქელ მუცელზე ბავშვები ხელებს უპარტყუნებენ: – მისი დაფშვნა ფულისთვი...კუკრუჭანა თუ გოგრიმიჭელაარ იციან, რომელი აირჩიონ ბიჭებმა, ციცქნა კუკრუჭანა თუ გრძელი გოგრიმიჭელა. ერთი ყლაპ! და უცებ ჭამენ პაწაწი...ბაკუნა ელისაბედიჩვენი გოგო ბაკუნა დადის ბაკუნ-ბაკუნით, არ ჩერდება წამითაც წყაროს წყალი ნაპკური. ეძებს, ქექავს ყველაფერს: ...გოგლი-მოგლიარც აცხელა, არც აცია, ჯამში ჩახტა კვერცხის ცილა, თქვა ვანილმა: მეც იქ მინდა! თქვა შაქარმა: მეც იქ მინდა! ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026