kids.ge logo

ლილი და მზე

ფავორიტებში დამატება

მზის ამოსვლას ელოდება
მხირული ჩვენი ეზო,
მზის ამოსვლას ელის ლილიც,
საგები რომ გაამზევოს.
გამოფინა უკლებლივ
მზეზე საბან-გობანი,
ვანი ათასფერს
დაამსგავსა გობელენს.
აბრეშუმის საბნები-
ბამბის გოლითები,
ზოლებიან ლებებს
მიუწვინა გვერდი-გვერდ.
მზეს უფიცხებს ლილიკო
ჭრელა-ჭრულა მუთაქებს,
(ტკბილად ჩაგეძინება,
მოდებ თუ თავქვეშ).
ბალიშები ბუმბულში
ლამაზ სხივებს იწნავენ,
გამოფენა ფერადი
შვენის ეზოს სიმწვანეს.
ფუმფულდება მზის გულზე
მთელ დღეს საბან-გობანი,
დახეთ,როგორ სასწაულს
ახდენს ცეცხლის გორგალი.
გაბერა საბნები,
ბალიშები აფუვდა,
ლებები ერთბაშად
გასუქა ზაფხულმა.
გამზევება საგების
რის მართლა საქები.
განამზევებ ლოგინში
ძილი სხვაა სრულებით,
ივსება სიზმრები
ფერით და მზის სურნელით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კუკრუჭანა თუ გოგრიმიჭელაარ იციან, რომელი აირჩიონ ბიჭებმა, ციცქნა კუკრუჭანა თუ გრძელი გოგრიმიჭელა. ერთი ყლაპ! და უცებ ჭამენ პაწაწი...თახვების კაშხალირა ქნეს, ერთი დახეთ ბუნების მცველ თახვებს. ღობეების ნაშალით ააშენეს კაშხალი. გადაკეტეს ტბორი თითქოს დევის...ოლიკო და გაგულაოლიკო და გაგულა ფქვილში ამოგანგლულან, რძეს და კარაქს ადღვებილს, დაუმატეს ნაღები. გალოკილი თითებით სურთ, დ...მელა და სუპერმარკეტი-ამ ბოლო დროს საქათმეს რად არ სტუმრობ, მელა? იქნებ, ვიდეო-თვალმა საქმე გაგიძნელა? – საქათმეში რა მინდა, უ...ბზიკებისახლს აგებენ ბზიკები, არ გეგონოთ ბრიყვები, მარჯვედ ზელენ თიხას, სახლი გაძლებს დიდხანს. აწებებენ ტალახს, ნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026