kids.ge logo

ცხრა ძმა ხერხეულიძე

ფავორიტებში დამატება
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლირი ნისლია?
ვისია ცხრა ბედარი, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიტოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
მისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
ღარ გყავს შენი პატრონი, ხერხელიძე აღათანგ!
ეს მშობლირი ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქინი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
მაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარინებს ბნელში ამაოდ დაძებთ:
სინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლირი ნისლია?
ვისია ცხრა ბედარი, ცხრა დარახტული ვისია? —
დაწრილებენ, დაძრწიან ქაფმორელი ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიტოვეთ რაშები?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ალბომიდანრა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზ...შემოდგომაშემოდგომა მოვიდა წითელ-ყვითელ ფერებით, მოსავალით აივსო კოლექტივის ველები. დაიტვირთნენ ვაზები, დაიშაქრნენ ...ანდერძიიყავი მუდამ ასე წარმტაცი, არ შეარცხვინო შენი მანდილი, გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი, შუაგულ ცეცხლში გადავა...არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შე...ქართული ენასაქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026