kids.ge logo

საახალწლო სათხოვარი

ფავორიტებში დამატება
თამუნია დილიდან
რთავს ხასხასა ნაძვის ხეს,
რიგრიგობით ათავსებს
ტოტზე ბურთებს, ლალისფერს.

ვერცხლისფერი რგოლები
სულ, სულ ზემოთ დაჰკიდა,
მერე პაპას მიეჭრა,
- ახლა იცი, რა მინდა?

შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ,
ჰოდა, თუკი გცალია,
მომიწყვიტე ვარსკვლავი,
გეხვეწები ძალიან.

არჩიე ყველაზე
ლამაზი, თან პატარა,
სულ კი არ დავიტოვებ,
მერე მტრედებს გავატან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულის სიმღერათეთრი კაბა ჩაუცვამს ალუბალს და ალუჩას, ბულბულების გალობას დასასრული არ უჩანს. ყოჩივარდებს, ენძელებს მოუჩი...„დიპლომატი“აქ სანდრიკას მეძახიან, მოსკოვში კი - სანიას, გვარი კიდევ ორმაგი მაქვს, ყველას უკვირს ძალიან. მამაჩემი რუს...ანნა მარიაზოგი ანნას მეძახის, ზოგი კიდევ - მარიას... რა ვქნა, რით ვერ ისწავლეს, მქვია ანნა მარია! მალე ექვსის გავხდ...წიწილების სიმღერაწია-წია, მზის გულზე გამოვედით ხალისით, რახანია ეზოში ჩვენი ხმები გაისმის. წია-წია, დავქრივართ, საკენკს ვკ...ჩემი თოფიბაბუმ მომიტანა გუშინ თოფი დიდი, ძლიერ გამიხარდა, ვმღერი, - ჰაი, გიდი! მონადირე მქვია, უნდა მოვკლა მგელი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026