kids.ge logo

ლილი და მზე

ფავორიტებში დამატება

მზის ამოსვლას ელოდება
მხირული ჩვენი ეზო,
მზის ამოსვლას ელის ლილიც,
საგები რომ გაამზევოს.
გამოფინა უკლებლივ
მზეზე საბან-გობანი,
ვანი ათასფერს
დაამსგავსა გობელენს.
აბრეშუმის საბნები-
ბამბის გოლითები,
ზოლებიან ლებებს
მიუწვინა გვერდი-გვერდ.
მზეს უფიცხებს ლილიკო
ჭრელა-ჭრულა მუთაქებს,
(ტკბილად ჩაგეძინება,
მოდებ თუ თავქვეშ).
ბალიშები ბუმბულში
ლამაზ სხივებს იწნავენ,
გამოფენა ფერადი
შვენის ეზოს სიმწვანეს.
ფუმფულდება მზის გულზე
მთელ დღეს საბან-გობანი,
დახეთ,როგორ სასწაულს
ახდენს ცეცხლის გორგალი.
გაბერა საბნები,
ბალიშები აფუვდა,
ლებები ერთბაშად
გასუქა ზაფხულმა.
გამზევება საგების
რის მართლა საქები.
განამზევებ ლოგინში
ძილი სხვაა სრულებით,
ივსება სიზმრები
ფერით და მზის სურნელით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხინკლისხელა კოპებითბუსკი, ბუსკი, ბუსკები, ბუსკაობენ ციკნები, სკოლა გაუცდენიათ, დაუყრიათ წიგნები. არც ერთი თმობს, ორივე ჯიუტი...ინდაური ფხორაინდაური ფხორა, მიწას ფრთებით ფხორავს, ცეკვავს გამეტებით _ააყენა მტვერი! მარჯვედ უვლის დავლურს, _დახეთ, ამ...ოლიკო და გაგულაოლიკო და გაგულა ფქვილში ამოგანგლულან, რძეს და კარაქს ადღვებილს, დაუმატეს ნაღები. გალოკილი თითებით სურთ, დ...მამლის გრიპიწარამარა ისმის ცხინკი, შეეყარა მამალს გრიპი, უშიშარს და ფიცხელს აუწია სიცხემ. გაუწითლდა ღაწვები, გაულურჯდ...წელი რომ მოვა ვირთხის–ჩემზე ლექსს, აბა, ვინ დაწერს?- ტირის პატარა ვირთხა, _ თურმე არავის ვუყვარვართ, დილით ბაბუამ მითხრა. ამშვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026