kids.ge logo

ეზოს ძაღლი ამუნა

ფავორიტებში დამატება

ზოს ძაღლი ამუნა
სე რატომ გაავდა?
უღრენს ყველას, ღრი, ღრი, ღრი,
ყეფს ყველას, ავ, ავ, ავ!
დაუყრია ლეკვები
ცეროდენა ნეკები;
თეთრები და შავები,
ჭრელები და ჭრულები,
დედის თვალმახარები,
დედის გაპრანჭულები.
ცხოს არვის აკარებს,
ყნოსავს გეზს და ნაკვალევს.
ყეფს გამვლელ-გამომვლელს,
გზაზე მათ რა გამოლევს?
სცადოს ვინმემ და ლეკვებს
რამე გაბედოს?!-
სეთია დედობა,
როცა ძაღლიც დედობს.
მხოლოდ ეზოს ბავშვები
სარგებლობენ საშვებით.
ლეკვებს ეფერებიან
ნაზად, რომ არ დაფეთდნენ
და უყრიან წინ, ჯამში,
ნაირ-ნაირ კანფეტებს.
ცინება ამუნას:
-ლეკვს კანფეტი რად უნდა?
ყველაფერს ჯობს, დედის რძე
სვი და ტკბილად შეირგე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აბურდალი, ნაბურდალიაბურდალი, ნაბურდალი კრუხ-წიწილას საბუდარი, თივის ბურდა- ბარდები, წიწილები მარდები. შავები და თეთრები, კრუ...ლამაზი ყულაბა– ამ ლამაზი ყულაბის რა სჯობია ყურებას? სქელ მუცელზე ბავშვები ხელებს უპარტყუნებენ: – მისი დაფშვნა ფულისთვი...ნაყინირძე, ნაღები, შაქარი_ ყველაფერი აქ არი. ავრიოთ და დავრიოთ, მაგრამ ჯერ არ დავლიოთ. დავაცალოთ გაყინვა, გაგვა...ტრაბახა ქვაბიტრაბახობდა ქვაბი თუჯის: -ვის აქვს ჩემნაირი რუჯი? მურითა ვარ გათხუპნილი, ტანს ვიხატავ ცეცხლის ფუნჯით. ეცინ...საფრთხობელასაფრთხობელას მეძახიან, ფართა-ფურთს და ფართხოს, მაგრამ ჩემი ვიღას სჯერა _ ვეღარავის ვაფრთხობ. ვერ ვაშინებ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026