kids.ge logo

ნუმცა მსმენია სიკვდილი

ფავორიტებში დამატება
ნუმცა მსმენია სიკვდილი
და ნუმც მინახავ ლომისა!
ნუმც მინახია არწივი,
შნო აღარ ჰქონდეს ომისა!
ლომს ტახტი უდგა მხეცებში,
არწივს — ფრინველთა შორისა.

რა ლამაზია დილითა,
მზე რომ სხივს მოჰფენს გორისა!
ნუმც წაუხდება მშრომელსა
წმინდა ნაღვაწი შრომისა!
დამლახვრელია გულ-მკერდის
ცხელი ცრემლები ობლისა.

ჩირქო, მეტად წმინდაა
შვილზე ტირილი მშობლისა,
ღვთიურს ხმასა ჰგავს, ვისც ძალუძს
ხმების აკინძვა მწყობრისა,
და გულის მკვლელი სიტყვები
ენა-წყლიანის მთხრობლისა.
ტურფაა ახალგაზრდობა,
ზათქი ვნებათა თრთოლვისა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთათ მითხრეს...მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე....არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026