kids.ge logo

სანდროს ლექსი

ფავორიტებში დამატება

ცხარე ცრემლით ტირის სანდრო:
-არ ყოფილა თოვლი სანდო!
წელს პირველად ვნახე, თორემ
მოვტყუვდები განა სხვა დროს?
კარგი ჩანდა შორიდან
და თამაში მომინდა,
მაგრამ ერთი შეხებით
გამიყინა ხელები.
გამიწითლა ცხვირი,
გამიწითლა ლოყები,
მე და თოვლი, ვფიცავ, რომ
წი ვერ დავმოყვრდებით!
-კარგი ერთი, სანდრო,
წუწუნია რა დროს.
მას გიჯობს, ბებოს სთხოვო,
ხელთათმანი მოგიქსოვოს!
გულინად გამაცინე,
სანდრო ბიჭო, გაზარდე,
ზუსტად ვიცი, თოვლის წყენა
გადაგივა გასამდე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაქის არჩევანიჩვენი ზაქი, ზაქარა რას უწუნებს ამ ქალაქს? _განა რამეს უწუნებს, მართლაც ხარობს ნანახით, მაგრამ ასფალტს ტკი...ბებოს გოგობებოს გოგო ბზრიალებს, ფარჩის კაბა ფრიალებს. ბებოს სახლიც ტრიალებს, დადის ბანცალ-ბანცალით, კედლებს თავბრუ ...ყოყოჩა მამალიიკვეხნიდა მამლაყინწა: -მე ვაღვიძებ ცას და მიწას, მე ვათენებ, იცით, ღამეს, მაგრამ ახლა იმას ვცდილობ, ცამ დ...დაბნეული ამიკოდედას უნდა მოხვევა, მამას უნდა მოხვევა, ბებოს უნდა მოხვევა, ბაბუს უნდა მოხვევა. _აი,-ფიქრობს ამიკო,- მართ...ყოჩაღი სპიკიმიფრთხილდება დედიკო, მუდამ ჩანთით დავყავარ, ეშინია, რამე არ დამიშავოს აფთარმა. ვეფხვმა არ მიღრიალოს, ან ლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026