kids.ge logo

რამ შემქმნა ადამიანად

ფავორიტებში დამატება
რამ შემქმნა ადამინად?
რატომ არ მოვედ წვიმადა,
რომ ვყოფილიყავი მუდამა
ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,
მიწაზე გადმოსაგდებად
ცვარად ან თოვლად ცივადა?
არ გამწირავდა პატრონი
სე ოხრად და ტივლადა!

ცაშივე ამიტაცებდა,
თან მატარებდა შვილადა.
სე არ დამჭირდებოდა
სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა.
მზის მოტრფილე ვივლიდი
სიკვდილის გამაწბილადა;
მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი
მე მექნებოდა წილადა.

გავიხარებდი, მთა-ბარსა
დეს ვნახავდი მწვანედა,
მორწყულსა ჩემის ოფლითა,
ყვავილებს შიგნით, გარეთა.
გადავუშლიდი გულ-მკერდსა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა.
სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი
მომაკვდავ არე-მარესა.

თოვლად ქცეულსა გულში
ცეცხლად იმედი მრჩებოდა,
რომ ისევ ჩემი სიკვდილი
სიცოცხლედ გადიქცედა
და განახლებულ ბუნებას
ყელ-ყურზე მოეხვედა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...სიყმე სიბერედ ვაქციესიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი...სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026