kids.ge logo

ჩემი მეგობარი გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

გაზაფხული სიყვარულით,
ყვავილებით ირთვება,
კაზმება მზის ნათელით,
იღვენთება სიმღერად.

იპრანჭება შესახვედრად,
სადედოფლოდ ირთვება,
თვალებიდან სითბოს აფრქვევს,
მარგალიტად იბნევა.

ეს რა კაბა ჩაუცვია,
საცარი,ხატულა,
მისი ხილვით დაბნელი
სუსხი სადღაც წასულა.

ყველაფერში საცარ და ზღაპრულ ფერებს დავლანდავ,
იქ მთვარესთან ვინავარდებ,
დარდებს ქარებს გავატან.

ფრთებს შევისხამ და ქარაშოტს,
ცაში გავეკიდები,
ლამაზ სიზმრებს ჩავეხვევი,
სტუმრად ავეკიდები.

ჩემს გაზაფხულს,ალბათ ფიქრებს,
სხვაზე მეტად გავუგებ,
მასთან ერთად ყველა სულდგმულს,
გზად ხალიჩებს დავუგებ.

მკლავებს გავშლი,ვით მეგობარს,
გულის გულში ჩავიკრავ,
ყვავილების ლამაზ გვირგვინს,
მწვანე თმებში ჩავუწნავ.

ერთად ლაღად გავუყვებით
მდინარეს თუ ორშარას,
ყველა კორდს და ყველა მდელოს,
ფერადებით მოვქარგავ.

ყვავილები,სიყვარული,
სითბო უზარმაზარი,
გაზაფხულო,მეგობარო,
დაგვიბრუნდი, სალამი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებიასქალთა დიდი დღეობაა მოქრიალებს ეტლი, მოაქვს ფიქრი უამრავი და ოცნება ბევრი. ცოტა ფიქრი და ოცნება ჩემს დედიკ...კამათი(შემოდის სანდრო ბურთით ხელში) -ეხ,რა კარგად ვითამაშე, ვბურთაობ და დავხტუნავ, არც ლექსების სწავლა უნდა, არ...ჭიათურასროცა ფრთებს შეისხამს სიხარული, როცა ყვავილების ზღვაურია, როცა ფერადდება არე-მარე, როცა ხვავიანი ხმაურია. ...ნაძვის ხეწელო, წელო ახალო და ჩემი ნატვრის გამგონეო, სიყვარულში,სიხარულში, მამყოფე და დამადნეო. დედა კარგად მიმყოფე...შემოდგომა მობრძანდამზეს ნათება მოაკლდა და ქარმა ქროლვას უმატა, სუსხმა თვალი დააჭყიტა, დროს კარებზე მოადგა. სითბოს ცრემლი მოე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026