kids.ge logo

ნაძვის ხე

ფავორიტებში დამატება

წელო, წელო ახალო
და ჩემი ნატვრის გამგონეო,
სიყვარულში,სიხარულში,
მამყოფე და დამადნეო.

დედა კარგად მიმყოფეო,
მამა კარგად მიმყოფეო,
ჩემი და-ძმა გამიხარე,
დიდხანს,დიდხანს მიცოცხლეო.

მეგობარი გამიმრავლე,
ლხინის სუფრა გამიგეო,
ღიმილით და თბილი გულით
მზემდე კიბე ამიგეო.

წელო, წელო ახალო
და ჩემი ნატვრის გამგონეო,
სიყვარულში,სიხარულში,
მამყოფე და დამადნეო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მასწავლებელსროცა ჭაღარა მოგეპარება, დაგეღარება სპეტაკი სახე, მაშინ მოგიძღვნი ლურჯთვალა იებს, ლურჯი ფერი ხომ თქვენს სუ...მე ქართველი ვარმე ქართველი ვარ! - გული აძგერდა, სამყაროს გასცდა ძახილი მისი, მე ქართველი ვარ და არ მჭირდება, სიტყვა, მიწ...ზამთარიმთის მწვერვალებს თოვლი ფარავს, მობუზულა მიდამო, სულ ცოტაც და ჩვენც გვეწვევა ფიფქი ლამაზ ციდანო. ფიფქთან ე...წვიმაწვიმა მოდის წკაპუნა, ყვავილთ კაბას უსველებს, აქეთ-იქით აყენებს პაწაწინა გუბეებს. ცა ცრემლებად იღვრება, მზ...საქართველომზიანი და სტუმრიანი, ლურჯთვალება,მწვანე კაბით, მთებით,ზღვებით,ნაკადულით, მოხატული ჭრელი ფარჩით. ამაყი და ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026