გი−ორ−გი და გირ−შე−ლი
ტყუ−პი ძმე−ბი ა−რი−ან,
ერთ−მა−ნე−თის გა−რე−შე
ყოფ−ნა უ−ჭირთ ძა−ლი−ან.
გი−ო უფ−რო ცელ−ქი−ა,
უფ−რო დინ−ჯი - გირ−შე−ლი,
ვინ−მეს რა−მე თუ უ−ჭირს
ე−უბ−ნე−ბა: „გიშველი“.
უფ−რო ხში−რად ეს შვე−ლა
მის ძა−მი−კოს სჭირ−დე−ბა,
დღე−ში ერ−თხელ ხი−ფათ−ში
არ გა−ე−ბას, იქ−ნე−ბა?
გუ−შინ სკა−მით კა−რა−დას
წამს−ვე თავ−ზე მო−ექ−ცა,
მაგ−რამ ფე−ხი შემ−თხვე−ვით
სკამს გა−მოჰკ−რა, წა−ექ−ცა
ჰო−და, ბე−ღუ−რა−სა−ვით
ი−ყო წა−მოს−კუ−პუ−ლი,
დამ−ნა−შა−ვედ თავს გრძნობ−და,
იჯ−და იქ, გატ−რუ−ნუ−ლი.
სა−ნამ დე−და ნა−ხავ−და,
მას უშვე−ლა ძა−მი−კომ ,
არ ი−ტეხ−და იხ−ტი−ბარს:
„ვის−ვე−ნებ−დი, რა ი−ყო?“
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო