kids.ge logo

აბა, გამოიცანი

ფავორიტებში დამატება

წუხელ კოღომ ჩემს ყურთან
რომ გაბა წული,
მართალი თუ ტყული?

ფისოს ხეზე ასვლაში
რომ არა ჰყავს ბადალი,
ტყული თუ მართალი?

ძროხამ პირი დაღო,
ჰო და, მორთო კაკანი,
ტყული თუ მართალი?

ხარი რომ გაბრაზდება,
მაშინ იცის ღმული,
მართალი თუ ტყული?

ვაშლის ხე ამოვიდა,
როს დავთესე ნათალი,
ტყული თუ მართალი?

დედა მომენატრაო,
ხბომ დაწყო ზმული,
მართალი თუ ტყული?

ძალზედ გემრილი
ბალი, მარწყვი, გარგარი,
ტყული თუ მართალი?

სისწრაფეში, იცოდეთ
კუს არა ჰყავს ბადალი,
ტყული თუ მართალი?

ზოგჯერ გამოქვაბულში
მოისმის წყლის შული,
მართალი თუ ტყული?

თევზი რომ დავიჭირე,
ხელში იწყო ფართხალი,
ტყული თუ მართალი?

ნამცხვრისათვის გვჭირდება
ხარისხიანი ფქვილი,
მართალი თუ ტყული?

ვადმყოფობისაგან
წყილი არის გამხდარი,
ტყული თუ მართალი?

მგლისთვის დალოცნი
ღმერთს, რატომღაც ყმული,
მართალი თუ ტყული?

ამბობენ, რომ ქათამი
ფრინველია ფრთამალი,
ტყული თუ მართალი?

დავალება რომ დავწერო
დამჭირდება მე ბარი,
ტყული თუ მართალი?

სანელებლებს ეკუთვნის
მიხაკ-დარიჩინ-ილი,
მართალი თუ ტყული?

საკრავებში ითვლება
დოლი, დარა და თარი,
ტყული თუ მართალი?

ჩავამწყვდიე ჭიქაში,
ბუზმა მორთო ბზული,
მართალი თუ ტყული?

ქართველს უნდა უყვარდეს
საქართველოს მთა-ბარი,
ტყული თუ მართალი?

გუშინ ბიჭი გავიცანი
და მას ერქვა ული,
მართალი თუ ტყული?

ლოდი ძლიერ რბილია,
ბამბა კიდევ მაგარი,
ტყული თუ მართალი?

გაკვეთილი იწყება
და გვეძახის ჩვენ ზარი,
ტყული თუ მართალი?

სკოლაში საჭირო
თოხი, ნაჯახი, ბარი,
ტყული თუ მართალი?

თივის შესაგროვებლად
დაგვჭირდება ფიწალი,
ტყული თუ მართალი?

ცხოველებში ჟირაფი
ყველაზეა მაღალი,
ტყული თუ მართალი?

ვერცხლის კოვზი უცებ ტყდება,
პლასტმასია მაგარი,
ტყული თუ მართალი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედა ენაპირველად დედამ მანახა საოცრად ლამაზი წიგნი, მითხრა : ჩემსავით გიყვარდეს, გზას გაგიკვალავს იგი. ზღაპრის სა...ფისოს შურისძიებათაგუნიამ გადაწყვიტა წვეულება გაემართა, ვინ და ვინ არ დაპატიჟა მეზობელი კატის გარდა. სტუმრებს რა და რა მია...მზეო, გვესტუმრეუჰ, რამდენი ხანია წვიმს და არ გადაიღო, სახლში ჯდომა მოგვბეზრდა მე და ჩემს ორ დაიკოს. ეზოში არ გვიშვებენ: ...ლევანი და აქლემი მასწავლებელი გაკვეთილს უხსნის პატარებს კლასში, მას გასუსული შეჰყურებს ოცდაერთივე ბავშვი. საინტერესოდ უყვე...„ბატის ჭუკი“ზაფხულია, ცხელა, ცხელა, ეტანება წყლის პირს ყველა, წყალს წუთითაც არ შორდება ცუგრუმელა ჩვენი, ლელა. ცურავს,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026