kids.ge logo

ბებიას

ფავორიტებში დამატება

ქალთა დიდი დღება
მოქრილებს ეტლი,
მოაქვს ფიქრი უამრავი
და ოცნება ბევრი.

ცოტა ფიქრი და ოცნება
ჩემს დედიკოს ერგო,
უფრო ცოტა,ვიდრე ერგო
ჩემს საყვარელ ბებოს.
ნეტავ ამდენს რატომ ფიქრობს
ჩემი ბებიკონა?
დაასვენოს ცოტა გული
და იფიქროს ცოტა.

ვიცი ამდენს რატომ ფიქრობს
საყვარელი ბები,
მივხვდი,რადგან ბებოსა ჰყავს
შვილიშვილი ბევრი.

შვილიც ბევრი,შვილიშვილიც,
მათზე ფიქრობს მუდამ,
დაისვენე ჩემო ბებო,
გულს სიმშვიდე უნდა.

დრეს ხომ თქვენი დღებააა,
არ იფიქრო,არა,
წამით მაინც დაისვენე,
დარდი უკვე კმარა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველომზიანი და სტუმრიანი, ლურჯთვალება,მწვანე კაბით, მთებით,ზღვებით,ნაკადულით, მოხატული ჭრელი ფარჩით. ამაყი და ...მე მსურსმე მსურს ვიქცე მტრედად, გავაპო სივრცე და ვეწვიო ჩემს სოფელს, ვეწვიო ფიქრებად. მიწის სუნთქვად ვიქცე, ვიქცე...შემოდგომა მობრძანდამზეს ნათება მოაკლდა და ქარმა ქროლვას უმატა, სუსხმა თვალი დააჭყიტა, დროს კარებზე მოადგა. სითბოს ცრემლი მოე...შემოდგომაჩიტუნები ჭიკჭიკებენ, ტყე შრიალებს,გუგუნებს, შემოდგომა ფრთებით მოაქვთ შაშვებს,გვრიტებს,გუგულებს. ტყეს ევლე...ნაძვის ხეწელო, წელო ახალო და ჩემი ნატვრის გამგონეო, სიყვარულში,სიხარულში, მამყოფე და დამადნეო. დედა კარგად მიმყოფე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026