kids.ge logo

კაფია

(ვუძღვნი შიო მღვიმელს)

ფავორიტებში დამატება
მცირე რამ შემონაწირი
მიღე თავის ძმისგანა,—
მეც შენებრ გული მიტირის,
დაჩაგრული ვარ მტრისგანა.

ასწავლე ბავშვებს ბავშვურად
ჰანგები გულზე მწდომია,
ტრფილი ბუნებისადმი,
მამა-პაპური ომია.

ბავშვთ გულის მესადუმლევ,
ჰშრომობ მღვიმეში ჩუმადა,
ბავშვების ჭირი და ლხენა
გულს მიგაჩნია წყლულადა.

მე როდი მომეწონება
სიტყვა ნათქვამი უმადა,
მიტომ გკოცნი პირშია,
გადმოგეხვევი ძმურადა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიტყვა ეულისიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? - ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ვარმით ნაკვები, სნეული, გულ-გა...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...რუსთაველის ნეშტიმგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბო...ჩივილი ხმლისა-დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში? -სადღა მყავს, ...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026