kids.ge logo

სანტას საჩუქარი

ფავორიტებში დამატება

დილით ტკბილად გამაღვიძა,
ბებიკონამ მკოცნა, მკოცნა,
ხალი წლის მობრძანება
გოზინაყით მომილოცა.
ნაძვისხესთან მიმიყვანა,
საჩუქარს მახვედრებს ვითომ?
-ბებო, ეს ხომ თოჯინაა!
მობიჯებს ჩემკენ თვითონ!
სულ სიმღერით მომილოცა
თოჯინამ ახალი წელი,
ბებომ მითხრა: შენკენ მოდის,
შეგებე, რაღას ელი...
შენს ბარათში ხომ ეწერა,
ჰოდა, შეგისრულა ნატვრა,
ეს საყვარელი თოჯინა
დაგიტოვა წუხელ სანტამ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხიდიესეც საქმე დიდი! გავაკეთოთ ხიდი! აგურის თუ რკინის? ბამბუკის თუ ტინის? კარგად ჩავამაგროთ ის ბურჯები წყალში...აპრილიმარტმა -გაზაფხულის შვილმა გააღვიძა მზე როცა, ადგა და თავისი ტახტი აპრილს გადაულოცა. -მეც ხომ გაზაფხულის ძ...შობაა!შობაა! ციმციმებს ათასი სანთელი! შობაა! მოგეფინოთ ღვთის მადლი, ნათელი! ხატს ვეამბორები უმანკო კოცნით, ღმერ...სანტას ირმებს ელისთურმე დროს ვერ ააჩქარებ, ვერც საათის ისრებს, ახალი წლის ღამით ველი ცაზე სანტას ირმებს. -დედა, ჩვენს სახლს...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026