kids.ge logo

მრავალ ახალ წელს!

ფავორიტებში დამატება

მრავალ ახალ წელს!
მრავალ ახალ წელს!
შეგებებოდეთ ღიმილით, ტკბილად!
მრავალ ახალ წელს გაგთენებოდეთ
ბედნირი და ლამაზი დილა!
მრავალ ახალ წელს
გვენახოს ცაზე
მზის დიდებული ამომაღლება,
ბავშვების ხმებმა ისე აავსოს,
იჟრიმულონ ჩვენმა სახლებმა!
მრავალ ახალ წელს გაგვითბოს გული
ამ ცამ, ამ მიწამ, ამ მთამ და მდელომ!
მრავალ ახალ წელს გვეთქვას ჩურჩულით:
-ჩემო მშობელო, ჩემო გამზრდელო...
რა ლამაზი ხარ,
ჩემო სამშობლოვ!
მრავალ ახალ წელს
შენ- საქართველოვ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ენძელადიდხანს, დიდხანს ვიარე, აი, მოველ მზიანეთს, გული გავიხალისე, სიხარულით ავივსე, თოვლში ამოვიწვერე მოვეფინე...ბალი, ბავშვები და ჩიტებიმაღლა, ტოტზე ესხა ბალი, ზედ რჩებოდა ყველას თვალი, ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიები: -ტოტებო, ხართ ქვაწვიები, ბა...მე ვარ სიომე ვარ სიო-ცელქი სიო, გაზაფხულის ნაზი სიო, მომენატრა ყვავილებთან გართობა და თამაშიო. ისე უნდა დავუბერო, ი...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მინდა ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბნელ...ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026