kids.ge logo

დიასახლისი ფერიები

ფავორიტებში დამატება

ამ ბედობას, ახალ წელს,
ჩემს გოგოებს სალამი!
წინსაფარი გადავდე,
მოვიმარჯვე კალამი.
ხალი წლის დღეებში
თითქოს ვხდებით ბავშვები,
მოვრთეთ ნაძვის ხები,
ვაციმციმეთ სახლები.
ქეთ გოჭი, საცივი,
ლივიეც მზად არის,
მაგრამ ჯერაც არ ვიცით
ჯადოსნობა სად არის.
არ ვიფუჭებთ განწყობას,
დაღლილობას არ ვიმჩნევთ,
ვიცით ტრენდზე აყოლაც,
მაშხალასაც დავიჭერთ.
ჩვენ უწვერო სანტები,
ყველას ვჩუქნით საჩუქრებს.
ძვირიანს ვერ გავწვდებით?
კარგ სურვილებს ვაჩუქებთ.
დისახლის ფერიებს,
ჩვენს დედებს და ბებიებს,
ვინც გვიბრუნებს ბავშვობას,
საახალწლო განწყობას,
ვინც სასწაულს გვაჯერებს,
ჯადოქრობას გვაჩვენებს,
ლამაზებს და მამაცებს
მოგილოცავთ ახალ წელს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანიტა და წიგნები„წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“. სარეკლამო ბანერად კაშკაშებდა წარწერა. შეამჩნია ანიტამ, უმალ თავი ჩაქ...ანიტა პროფესიას ირჩევსერთხელ გოგო ანიტა, ვნახე ჩაფიქრებული - მისჯდომოდა მაგიდას უცხოდ გარინდებული. ელდა მეცა, შევშინდი, ავად ხო...მასწავლებელიდრო მალე გადის, ჩვენც მას მივყვებით, და წლებთან ერთად უფრო ვიზრდებით, იგივე ვრჩებით, ანდა ვიცვლებით, დამკ...ზაფხულიზაფხული დადგა, ჰაერში ნაირ-ნაირი სუნია, თავისუფლების სამ თვეში რამდენი სიხარულია. სოფელში ბებო მომელის, ხ...გაზაფხულიგაზაფხული მოვიდა, აყვავილდა იები. დაგვიბრუნდნენ შორიდან გაფრენილი ჩიტები. გაიზარდა დღეები, გაიღვიძა ბუნებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026