kids.ge logo

სუპერდედა

ფავორიტებში დამატება

სუპერძალების გჯერათ?
კითხავთ თურმე კლასში
და ახმაურდა ერთად
თურმე ოცივე ბავშვი.
სპადერმენი, ჰალკი,
ფლეში თუ რკინის კაცი,
თორი ან სუპერმენი,
ჯოკერი და ბეტმენი.
,,გასაცარი ქალი“,
ძლირი ამორძალი,
დედპულია თუ თორი
ვინ არის მათი სწორი.
ყველა ყაყანებს ერთად,
სიტყვებს ისვრიან წამში,
ზოგი გაჰკივის მეტად,
ზოგი აფორმებს ტაშით.
მხოლოდ ანიტა იჯდა,
ჩაფიქრებული სახით,
თითქოს მეგობრებს უსმენს
მაგრამ არ ესმის მათი.
ბოლოს ასწია ხელი
ალბათ ფავორიტს ამხელს,
სრულიად კლასი ელის
ხალი გმირის სახელს.
ჩაღიმილა გოგომ
და გადახედა ბავშვებს
ცის შეიცნოს როგორ
თითოლის სახე.
შეთამაშა თმები,
და ჩაახველა ნაზად,
რადგან იფიქრა ბევრი
პასუხიც ასე გასცა:
,,ალბათ არ მინდა ფიცი,
რომ სუპერძალის მჯერა,
და სუპერგმირიც ვიცი,
ეს არის ჩემი დედა.
ის მუდამ ზრუნავს ჩვენზე
და სულ ყველაფერს ასწრებს,
ვირუსს ამარცხებს ფეხზე
მაინც გვიყვება ზღაპრებს.
პასუხი მზად აქვს მუდამ
როცა კითხვებით ვავსებთ,
მაშინვე მიაქვს გულთან
თუკი ვაჩვენებთ ნატკენს.
ღამით მგონი არც სძინავს,
სულ თვალგახელილს ვხედავ,
ხვალ სადილად რა გინდათ?
წვენი დაგისხათ ყველას?
თან მოთმინებით სწავლობს
თავიდან ყველა საგანს,
ოდნავ წყენასაც გვატყობს,
მისას ივიწყებს სწრაფად.
ამდენი რამის მქნელი,
მშვიდი და საყვარელი,
ლამაზი და მზრუნველი
მეგობარი და მცველი.
ახლა კი თქვენ მითხარით,
რომ გაგვიმართლა მეტად
სულ ჩვენს გვერდით რომ არის
ნამდვილი სუპერდედა.“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ენა ქართულისაქართველოს წარსული, აწმყო ხილვად ნახული. განძი - ჩვენი ანბანი და გმირობის ამბავი. ანგელოზთა ხმა არის, ქვ...ანიტა პროფესიას ირჩევსერთხელ გოგო ანიტა, ვნახე ჩაფიქრებული - მისჯდომოდა მაგიდას უცხოდ გარინდებული. ელდა მეცა, შევშინდი, ავად ხო...ანიტას კითხვები აწუხებსგაზრდილა გოგო ანიტა ცნობისმოყვარეც გამხდარა კითხვებზე რაც მან დამისვა, ხან მაქვს პასუხი, ხან არა: თუ დიდხ...მასწავლებელიდრო მალე გადის, ჩვენც მას მივყვებით, და წლებთან ერთად უფრო ვიზრდებით, იგივე ვრჩებით, ანდა ვიცვლებით, დამკ...გაზაფხულიგაზაფხული მოვიდა, აყვავილდა იები. დაგვიბრუნდნენ შორიდან გაფრენილი ჩიტები. გაიზარდა დღეები, გაიღვიძა ბუნებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026