kids.ge logo

დედის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ცხრა თვეს მუცლით გატარებდი,
“ვაით” გშობე, “უით” გზარდე,
და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ
უფრო დედას რომ უყვარდე?

ქალი მამას ქმარში გასცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!

ახლოს გული მისთვის უძგერს,
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:
ფიქრელად თავს შესწირავს, -
დედა თვის შვილს ენაცვლება!..

მაგრამ შვილი ხშირად დედას
გასცვლის ხოლმე საყვარელში!..
არ იცის, რომ მოტყუბულს
სხვისი სატრფო რჩება ხელში!..

მაგრამ ნება ბუნებისა
ეს არის და ასე იყოს:
დედამ უნდა შვილისათვის
თავის-თავი დავიწყოს!..

რა მოგშორდი, შვილო, შემდეგ
შავი ფიქრი გულს მიბურავს...
ვაჰ, თუ გშია! ან გწყურია!
ან გცივა და არა გხურავს!

გებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,
გულს გასვია მტრის ისარი
და, რომ წყლული შეგიხვიოს,
დედა-შენი არსად არი!..

ვაი, თუ შენს ლამაზს თვალებს
ყვავი ჰკორტნის და ყორანი,
და უნაგრით უპატრონოდ
დაგხვიხვინებს თავს მერანი!..

ვაჰ, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?
მაშინ დედა-შენიც ჩიტად
გადაიქცეს, შენსკენ ჰფრენდეს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...განთიადიმთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა....ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...ჩემი სიმღერატიალმა წუთისოფელმა ნაღველი დამალევია; არც მომკლა, არც დამარჩინა, არც სული დამალევია. გაჩენის დღესა ვიწყევ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026