kids.ge logo

არ მოწყვიტო ია

ფავორიტებში დამატება

,,-ნახე , ია დაგიკრიფე,
კოპწია და ნაზფურცელა,
ამ დილით, რომ შენს ფანჯრებთან,
სილამაზით გათენდა“

-გათენდა მაგრამ მერე,
შენ მოწყვიტე უდარდელად,
ბა ჰკითხე მის დედიკოს,
ან ძამიკოს, უნაზეს დას..
მათ ხომ სურდად რომ გვერდი-გვერდ,
შეხვედროდნენ მზის ალიონს,
გეხვეწები ამის შემდეგ,
არ მოწყვიტო, დღე გალიოს!

-ახლა უკვე შენს ნათქვამზე,
დავირცხვინე, ეს რა ვქენი,
მაგრამ ისე ლამაზია,
გაგექცევა მაინც ხელი.
მაგრამ ვფიცავ ამის შემდეგ,
ა იყოს თუ ენძელა,
ნაბიჯებსაც ავარიდებ,
ხელს არ ვახლებ მის მშვენებას.

-სიკეთეა ჩემი, შენი,
რაც აცოცხლებს ჩვენს ბუნებას,
-მომიფრთხილდით რომ დაგატკბოთ,
ყველა ფურცლით გვეუბნება.“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თეთრო ფანტელებოთოვლის თეთრო ფანტელებო, გული როგორ გამითბეთ, მთელი ღამე მოგელოდით, სახლის კარი გაგიღეთ. ათასფერად მსურს ა...ბაჭიამე პატარა ბაჭია ვარ, ბუჩქის ძირას ვზივარ, დედა სადმე თუ წავიდა, სულ თვალღიას მძინავს. ისე ძლიერ მეშინია, ...წვიმის წვეთებსვზივარ და ისევ მძივად ვაგროვებ, ამ წვიმის წვეთებს, გზაზედ რომ სცვივა, ვინ ჩივის კართან აბუზულ ჩიტებს, ამ ...მზესუმზირამზეო, მზეო ცხრათვალა, შენ ყველაფერს ხედავ, შემოდგომის სურნელება, მოაფარე მთა-ბარს. გულ გაშლილი ვეგებები, ...დინოდინო, დინო დინოზავრი, ხან მწვანე და ხანაც ჭრელი, დიდი თავი, ხმა საშიში, აპრეხილი კუდი გრძელი. დადის სწრაფ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026