kids.ge logo

დედას

ფავორიტებში დამატება

დედა, დედილო, დედუკავ,
მზეზე თბილო და ტკბილო,
შენს გულს რომ გახარდება,
სეთ შვილობას ვცდილობ.

ყოველი დღის გათენებამ
მინდა გაჩუქოს ლხენა.
იმგვარი, როცა პირველად
მადგმევინე ენა.

როცა პირველი ნაბიჯი
შენსკენ გადმოვდგი, დედა,
მსურს, დღესაც იმ სხივს ვხედავდე,
მაშინ რომ თვალში გედგა.

სკოლაში რომ მიმაცილე
სულ, სულ პირველად, გახსოვს?
ვიცი, შენს გულში დღემდე რომ
ის იმედები სახლობს.

ის მადლითცა და სიკეთეც,
რითიც შენ მზრდიდი, დედი,
ღვთის სიყვარული თუ იყო,
მაგ გულიდან რომ გვფენდი.

სამშობლო, სიტყვა, მოყვასი,
ბუნება - ყველა ერთად,
შენ გამიცოცხლე, დედიკო,
სიხარულად და სევდად.

დედა, დედილო, დედუკავ,
მზეზე თბილო და ტკბილო,
რა უნდა გითხრა ისეთი,
სჯობდეს შენს ნათქვამ „შვილო“-ს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...საშობაო კონცერტიბუს ბახალა ბუკა სიხარულით ბუქნავს. _ ვინ ესტუმრა? _ დეიდა. _ რა მოართვა? _ ფლეიტა! _ რა კარგია, ჰეიდა, და...ქუმელაბაჭოს დედა კურდღელმა მოუმზადა ქუმელა. ცეცხლი მისცა ღუმელმა, წყალი მისცა ღრუბელმა. ბაჭო-ბიჭის ნათლიამ ფქვი...ბებოს ლხინი- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა, იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად! მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა, მალე ..."წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026