kids.ge logo

საქართველო

ფავორიტებში დამატება

ჩემს სამშობლოზე ლამაზი
არ მეგულება მხარე!
აქ ყველა სოფლის წყაროზე
უკვდავების წყალს დალევ.
მწვერვალი ზღვასთან მეგობრობს,
მზესთან - ზვარი და ყანა,
ჩუქურთმინი ტაძრები,
ცას უწვდის მიწის სალამს.
აქ რომ სიმღერას მოისმენ,
გაგზრდის და გაგამხნევებს.
ქართველიც თავის სამშობლოს
ჰგავს, როცა გაშლის ხელებს.
ცეკვაც და საქმეც უხდება,
უყვარს ბუნებაც, მოძმეც.
თავის ნიჭით და სილაღით
ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს.
ძალა აქვს „ვეფხისტყაოსნის“.
სიბრძნე წინაპრით მოსდგამს,
მადლით ამშვენებს სამყაროს
ქართველთა ძველი მოდგმა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩიჩილაკიაიღებენ თხილის ტოტს და თლიან, თლიან, თლიან, თლიან.... საახალწლოდ უნდა დადგან -მიხვდი? -ჩიჩილაკი ჰქვია! თხ...ნეტავ მართალი თუა?მელანოს დევუკელები უკვე სკოლაში შესულან! გუშინ რომ ფაფას ლოკავდა, ის დევიც შვიდის შესრულდა. - სკოლაში რას...ორი ჩიტიოთხი ცალი წიწიბურა ორმა ჩიტმა გაყო ძმურად. მერე ნამი დალიეს, ეთამაშნენ კალიებს, იწუწავეს რუში. დედიკო რომ...ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...მეფის ქალიშევაწყვიტოთ ნინოს - ცრემლი, ბალს - კუნწულა, ვაზს - აკიდო. ჩიორამ თქვა: - მძიმეაო, კნუტი კნავის: - ვის ავკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026