kids.ge logo

დედას

ფავორიტებში დამატება

დე, ძალიან მშია,
დე, მაჭამე რამე,
დე, დავკარგე წიგნი,
თავთან მედო ღამე...
დე, სად არის ქუდი?
გამეყინა თავი...
გამირეცხე ჰუდი?
დღეს ვერ წავალ ამით...
დე, მწყურია ისე...
ის კომპოტი მინდა,
დაშაქრული ვაშლით
ჩვენი ეზოს ხიდან.
დე, სადა ხარ, მოდი,
მე ვერ შევძლებ განა?
მაგრამ რაღას ვიტყვი:
„დედამ მომიტანა!
დედამ გამიკეთა!
დედამ დამიწერა!
დედამ მომიმზადა!
დედამ გამიწერა...
დედამ შემიკერა,
დედა მედგა მხარში,
მაწყნარებდა მტირალს,
ცოტა ნერვებაშლილს..."
ახლაც ჩემთან არის,
ერთად ვწრუპავთ ჩაის,
დედა თითქოს მზეს ჰგავს,
დედა დღეს ჰგავს მაისს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნახატი ლექსები

ლექსზე „დედას“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026