kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

მზე პირს იბანს და წვეთებით სულ დასველდა საქანელა,
აქეთ-იქით ისვრის შხეფებს, ვერ დაიბანს უფრო ნელა?
ღარ მიშვებს დედა გარეთ, ფანჯარასაც ვეღარ ვაღებ,
და გავყურებ ოთახიდან ცვრიან ქალაქს და სველ ბაღებს.
ცარილი არის ეზო, არ ჩანს ნინი, ნიკა, ანა...
ვინ ასწავლა მზეს ამდენ ხანს წყალთან დგომა, პირის ბანა?
კი მითხრეს, მზის გარეშე არ იქნება ცა და მიწა,
მზე იმიტომ შეიქმნა, რომ გახუროს დედამიწა.
ის კი იბანს და წვიმიდგან ჰაერს ცივა მიწა დნება,
რა ცუდია, რომ ნათება ზაფხულობით ახსენდება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერცხალიგაიხარა მერცხალმა, თბილ ქვეყნებში მიფრინავს, თოვლისნი ქედები თითქმის გადაიფრინა... და როცა მოეყიანა მაკრა...დევიდევი რისი დევია, თუ არ დაიღრიალა, დევი რისი დევია, გრგვინვით თუ არ იარა. მერე რა რომ ზორბაა, ატყორცნილა მ...ჭიანჭველაამ პატარა ჭიანჭველას, ეს რამხელა ტვირთი მიაქვს, ბაყბაყ-დევი უნდა ერქვას და პატარა მწერი ქვია. არც მკბენს,...საქართველო მიყვარხარჰორიზონტთან მთები ჩანს, ცა - ჰორიზონტს იქითაც, ტბა ისეთი ვიწროა მგონი დალევს ჭიქითაც. გვერდით ძველი ციხე ...* * *მამას ლურჯი პერანგი წითლად გავაფერადე, აღარაა ლურჯი, გადამიგდეს ფუნჯი. გამიჯავრდა დედა: ამდენს როგორ ბედა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026