kids.ge logo

ფისო

ფავორიტებში დამატება
ფისუნია, ფისო,
არვინ გაჭმევს ტკბილსო,
ცალი თვალი ნუშს მიგიგავს,
ცალი - მწვანე ღილსო.
დედა ამბობს: - წუწკიო,
ბებო ამბობს: - მღლისო,
ბაბუ ამბობს: - მთელი ღამე
თაგვი შაქარს ღრღნისო,
ეს ყურსაც არ აპარტყუნებს
თავს ვერ ართმევს ძილსო,
მაქნისია რისო,
მარტო კნუტებს ყრისო.
ჩემზეც ასე არ ამბობენ?..
ფისო, რა გიკვირსო?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამალიროცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუა...ავტობიოგრაფიადედიკო მყავს სტუდენტი, მამა - არქიტექტორი, ბებო - თვალის ექიმი, ბაბუა კი - ლექტორი. მიყვარს ბევრი ძილი და...თაგვითაგვი ვარ, სპილო ხომ არ ვარ, რომ მაბრალებენ ამდენსო, ერთ მარცვალს შევჭამ, ყვირიან: - ვაი, ბეღელი დაგვევსო...ბეკეკაგამიგონე, ბეკეკა, გეყო სტუნვა-თამაში, ხედავ? დამეტაკე და ამომსვარე ტალახში. ერთხელ თუ გაგებუტე, ვეღარ გად...გაზაფხულო ლამაზოჩემო ჭრელო პეპლებო, ჩემო ლურჯო იებო, ჩემო ნუშის ხეებო, ჩემო ჩიტუნიებო. როდის აყვავილდებით, ატმებო და ვაშლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026