kids.ge logo

ქარი არხევდა იტალურ შობის ხეს ტრიპოლისში

ფავორიტებში დამატება
მოდის ახალი წელი,
თოვლით მოსილი ღამე,
მიწას ედება ცელი -
ფანტასტირი რამე...

ღამით ფერდობებს ფიქრის
ესხა ღვარი და თქეში,
აწ პროპელერი მიჰქრის
და დუმილია ტყეში.

მოზიდულო დილა,
მკრთალო დღირო მთვარე!
ლურჯად ელვარებს სილა,
გაყინულია მხარე.

მე მეზმანება პალმა,
შობის ხეებში რგული,
ერთმა ბოროტმა რკალმა
მასზე დაჰკიდა გული.

გი ხე არის თალხის
მწარე მირონის ცხება,
მშვიდობინი ხალხის
მასზე ჰკიდია წყება.

გაწყდა მრავალი ტომი,
გული რკინის და თუჯის,
მოდის მსოფლიო ომი
და კანონადა ქუჩის.

მოდის მედგარი გრდემლი
ცეცხლით, ტყვიით და რღვევით.
ვის არ უგრძვნია ცრემლი
შობის ხების რხევით?

მიწა მოიცვა ალმა,
თოვლიც მოვიდა თეთრი.
ფანტასტირი პალმა
დგას შემკობილი ცხედრით.

სული ომებით ბოდავს,
სული სავსეა სისხლით,
კაცთა თვითეულ ცოდვას
ითვლის თვითეულ მისხლით.

რა საჭიროა თალხი,
თუ უგულოდ და ძალად
მშვიდობინი ხალხი
დაემსგავსება ჯალათს?

ვისაც უნახავს ნისლი
და არ ჰქონია სახლი,
მას გულიდან სჩქეფს სისხლი
და სისხლს ულოკავს ძაღლი.

გაფითრებულო დილა,
გაფითრებულო მთებო,
ცას გადასცილდა ლილა
და ნისლიანი თებო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იერიიყო დილა მშვენიერი დილა ფერადი, მაგრამ უცებ წამოვიდა ცაიერადი. ასე იყო შენი დილაც ბედისწერამდი. სანამ ყოფ...ისევ ოცნება და სიყვარულიდაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს. მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს, ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება - რომ ...სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაშიდედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილა...ყველას რაიმე აქვს სახსოვარიზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი, ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი, სურათი რამე კარგზე მგლოვარი, ყველას რაიმე ა...სინამდვილეში ოცნებისასდაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი, აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი. ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026