kids.ge logo

ეს მშობლიური ქარია

ფავორიტებში დამატება
I

შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
მართნენ კოშკები
ცისა და ნესტანისა.
გახსოვს? ტოტი ქარისა
ქანებდა მთვარესა...
“ნეტა ახლა სადა ხარ
და რომელსა მხარესა”.
მგლოვირე ბინდებით
ბურება ყვარელი,
ვაზით და სიმინდებით
მიდის გზა საყვარელი:
ჩანს შორეულ ჩრდილების
კიდეებზე მონთება
და ომგადახდილების
ოხვრა მომაგონდება.
შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
ცემიან კოშკები
ცისა და ნესტანისა.

II

ეს მშობლირი ქარია.
ეს სოფელია მძინარე.
არ ვიცი, რად მიხარია:
ვაზი, ყანები, მდინარე.
დღემ ნისლი შემოიხვია,
გზაც სირულმა დალია,
ის - ძველისძველი ციხეა,
იქ კიდევ წინანდალია.
წინანდალს ვაზი ამშვენებს,
ახმეტას - ვაშლი წითელი.
როგორ რთავს, როგორ აშენებს
კიდობის მკიდელი.
იქ ტყეა მთვარით ქსოვილი,
ვით ლოენგრინეს სიზმრი,
ლაჟვარდით გადათოვილი
და ვერცხლით ნათილისმარი.

III

შუქი გაშალა,
წყალი დაფერა,
სიო დაბერა,
ჩალა გაიჩალა,
სიზმარს აბარი
ველი შენაფერი...
ახლა ყველაფერი
ოქროს ზღაპარია.
არც ხმა, არც ჩურჩული,
ბინა - მინაგნები,
თვალებდალურჯული
თრთიან იალქნები.
ძილი მეგონება:
ცებ ქასიდან
მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მივარდნილი აივანიამპარტავანი თათარი, ეზოში დადის მამალი, მახსოვს მოხუცი ჭადარი და ძველი დასტურ-ლამალი, მახსოვს მივარდნილ ა...ი.ა.ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით. და მწუხარების მალე ნიავში მოფრინდნენ ლურ...მიცვალებულის ხსოვნამგონია: ბინდი ვარსკვლავთაგან გემუდარება და შეშინება უმოწყალო სიმთვრალეს ბადებს. სახლის კარებთან უმოძრაოდ ...ეფემერაცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით, იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ...განახლდა გულიგანახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე... გზა დამილოცე, შავო ბურუსო, წყეულო ღამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026