kids.ge logo

ბიჭი, ძაღლი და ბებია

ფავორიტებში დამატება

ნოდარიკო და ბემბი
ცხოვრობენ როგორც ძმები,
ერთი თეფშიდან თქვლეფენ,
ორთავე ერთად ყეფენ.
ტახტის ქვეშა აქვთ ბინა,
ორთავეს ერთად სძინავს,
ბიჭი მიუშვერს ლოყას,
ძაღლი ლოკავს და ლოკავს.
ბევრს ემუქრება ბები,
ერთად გათრევთო თმებით...
ი, ამ წუთში, ახლაც
ორთავე ბაღში გახლავთ,
დასდევს ბებია კუდში,
მაგრამ ვინ აგდებს ძაღლად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბეკეკაგამიგონე, ბეკეკა, გეყო სტუნვა-თამაში, ხედავ? დამეტაკე და ამომსვარე ტალახში. ერთხელ თუ გაგებუტე, ვეღარ გად...საათი- ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, - იძახის და კედელზე ჰკიდია, დღე და ღამე ისრები მიდიან და მიდიან...... მოვა დედა, შეხე...გუგულის საყვედურიჩიტებში რომ მაქიაქებთ, მთათხავთ, ტალახს მესვრით, ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე ჩემზე უკეთესი?.. სხვა რომელი ჩი...ქურდის ქურდიხათუნამ გულის კანკალით ბებოს მოპარა კაკალი. და როცა კაკალს ჰპარავდა, როცა ხურავდა კარადას, ქილა გაუტყდა მ...სილამაზეარა შრომით და გარჯითა, როგორც პატარა ნარჩიტა, ფარშევანგი და ხოხობი თავს იწონებენ ფარჩითა... ეზოში წარამარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026