kids.ge logo

გუგულის საყვედური

ფავორიტებში დამატება
ჩიტებში რომ მაქიქებთ,
მთათხავთ, ტალახს მესვრით,
ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე
ჩემზე უკეთესი?..
სხვა რომელი ჩიტი გიხმობთ
გაზაფხულზე ესე:
- ხალხო, დროზე გაიღვიძეთ,
თესეთ - კაფეთ - თესეთ!!!
მე შემარქვით პარაზიტი,
ბულბულზე წერთ ლექსებს,
მის შემდეგ სხვებს ასწავლით
ზრდილობას და წესებს?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მანანა და ლალიმ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი! ლალი - რაო, ჩემო მანანა? მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა ჩემთან გა...არწივის ბრძანება #1სულით, ხორცით და ბუმბულით პოეტი იყო ბულბული. გადაეკიდა წეროო, ლექსი მე უნდა ვწეროო. ეს რომ გაიგო ვარდმაო,...გაზაფხულო ლამაზოჩემო ჭრელო პეპლებო, ჩემო ლურჯო იებო, ჩემო ნუშის ხეებო, ჩემო ჩიტუნიებო. როდის აყვავილდებით, ატმებო და ვაშლ...პრანჭიებისულ ერთი ციცქნა, პაწია ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას, ისე პატარა ბოსტანი, ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია, იქვე ბაჭიას ...მაწონილევანიკომ და ნოდარმა გატეხეს ჩაიდანია, ბებო გაგიჟდა, საღამოს ჩაი რომ ვეღარ დალია. ლევანმა გადუჩურჩულა ნოდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026