kids.ge logo

ეს მშობლიური ქარია

ფავორიტებში დამატება
I

შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
მართნენ კოშკები
ცისა და ნესტანისა.
გახსოვს? ტოტი ქარისა
ქანებდა მთვარესა...
“ნეტა ახლა სადა ხარ
და რომელსა მხარესა”.
მგლოვირე ბინდებით
ბურება ყვარელი,
ვაზით და სიმინდებით
მიდის გზა საყვარელი:
ჩანს შორეულ ჩრდილების
კიდეებზე მონთება
და ომგადახდილების
ოხვრა მომაგონდება.
შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
ცემიან კოშკები
ცისა და ნესტანისა.

II

ეს მშობლირი ქარია.
ეს სოფელია მძინარე.
არ ვიცი, რად მიხარია:
ვაზი, ყანები, მდინარე.
დღემ ნისლი შემოიხვია,
გზაც სირულმა დალია,
ის - ძველისძველი ციხეა,
იქ კიდევ წინანდალია.
წინანდალს ვაზი ამშვენებს,
ახმეტას - ვაშლი წითელი.
როგორ რთავს, როგორ აშენებს
კიდობის მკიდელი.
იქ ტყეა მთვარით ქსოვილი,
ვით ლოენგრინეს სიზმრი,
ლაჟვარდით გადათოვილი
და ვერცხლით ნათილისმარი.

III

შუქი გაშალა,
წყალი დაფერა,
სიო დაბერა,
ჩალა გაიჩალა,
სიზმარს აბარი
ველი შენაფერი...
ახლა ყველაფერი
ოქროს ზღაპარია.
არც ხმა, არც ჩურჩული,
ბინა - მინაგნები,
თვალებდალურჯული
თრთიან იალქნები.
ძილი მეგონება:
ცებ ქასიდან
მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარებს ქარობადაეტყო კიდეც ქარებს ქარობა, როცა მტრობაა და ედგარობა, სანთელო, გარხევს ღამის ფიქრები, მაგრამ შენ მაინც ნუ...კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....მარმარილოაჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება, და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ოჰ! რამდენია სიცო...როცა გარშემო ღამე ბნელიაროცა გარშემო ღამე ბნელია, თეთრო ყვავილო უცხო მდელოსი, გგრძნობენ, გფიქრობენ მოგელიან შენ პოეტები საქართველ...მგლოვიარე სერაფიმებიმარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა! მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა); საუკუნეთა სათვალავი მეკარგე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026