kids.ge logo

მარმარილო

ფავორიტებში დამატება
აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება,
და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნირება, -
ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!

სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი,
და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!

აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე,
რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე;
გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:

ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება,
ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!

აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს,
სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს, -
ცა სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასი.

და ყოფნა ასე, მოლანდება ასი ათასი,
რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი...
ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მშვიდზე მშვიდიმშვიდზე მშვიდი ცხრაას შვიდი, უეცარი ომის ზარი. იყო მწარე ჩვენი შარის შეშფოთება უზეცარი. სევდიანად შეწყდა ...მე ვინც მიყვარდამე რომ მიყვარდა, ის არი, ოცნება გამიდიადა, იმისთა თვალთა ისარი გულზე მაჩნია ტყვიადა. საგულეს ის არ ჩადგებ...მეოცნებე აფრებითსად ოდესმე მეოცნებე აფრებით, ათასფერი იმედით და ზაფრებით, აგასფერის მიმოჰქროდა ხომალდი, მეზღვაურის სულთან...მონაზონ ქალს ოფელიასგმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა. სტიროდე,ადამ,სტიროდე,ევა! დასცვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი, ბოროტი გვე...გამოცოცხლებახარობს გული, ხარობს გული იმას, რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას. რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი (იყო მს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026