kids.ge logo

ქარი მოგონებათა

ფავორიტებში დამატება

აგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი
შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა;
ისმოდა შორი „რაშო-და შოდა
და კრილებდა მზინი დარი,
როგორც ცოცნება უშორეს დროთა.
თითქო ქალწულმა პირველად სცოდა
და სინანულის დაგუბდა ღვარი...
ზღვა იყო წყნარი.
თითქო ფენობა ზურმუხტის რტოთა,
ცის დასავლამდე უსიზმროდ მდგარი,
უსმენდა ჩანგებს და მოლოდა;
შორს, ძალიან შორს მოჩანდა ქარი,
მე შენ გკოცნიდი და გული თრთოდა;
ზღვა იყო წყნარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შიშველისიმაღლე ლაჟვარდთა, ვარსკვლავთა სიმაღლე, სიმაღლე ზამბახისა! ყელი გაქვთ გედივით მაღალი და სწორი. ოჰ,თქვენს ...ვერხვებიყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უ...მაინც დავიმსახურემთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება, ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება. გავაცურეთ სადღაც ნავი სა...შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებითშემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით? ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა, არა...დაღლილ წამწამთ ქვეშდაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს, რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში, შეუბოჭია მოძრაობა მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026