kids.ge logo

ვერხვები

ფავორიტებში დამატება
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ...
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღაც და მიძინათ...
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის, ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთოლთა კვნესა,
დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეს გრიგალია სიახლისფანჯარას ტოტებს მიახლის, მთვარეს მიართმევს ზიანებს, ეს გრიგალია სისხლის, მზე რომ არ დააგვიანებს. მე სიხარ...ჰამლეტის ქნარიამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინის წუთისოფელია, წადი... წადი მონასტერში, მონასტერში,ოფელია! ტკბილი ნანა სულს ...ლარიქს სიბირიკა(larix sibirica) ციმბირის ნაძვი ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე? ლენა, ენისეი, ზაბაიკალიე... აწ ჩემი ...დგება შემოდგომაგუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის, მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს, კიდევ ედება გედები მწუხრის გედებს ცეცხლისკე...დღე გაფითრდა იაგუნდისადღე გაფითრდა იაგუნდის, დგას ღრუბლების ჯგუფები. რაგინდ დიდი გული გქონდეს, მაინც დაიღუპები. საშინელი მოსკდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026