kids.ge logo

სტუმარ-მასპინძელი

ფავორიტებში დამატება
ბა დელია-დელია,
ყვავმა იშოვა ყველია,
პატარა ლხინი მოწყო,
მოპატიჟა მელია.
მართალი არის, მელი
ლოთი და ღვინის მსმელია,
მაგრამ რას იზამ, წესია,
მელია მეზობელია.
მელა მაგიდას მიუჯდა,
ყვავს გადახვია ხელია,
ყვავმა სასმისი აუვსო,
მიდღეგრძელეო კერია.
მელამ სასმისი დაცალა,
ზედ დაყოლა კვერია,
კვერს დაყოლა ყველი
და როცა ყველი არ ეყო,
ყვავს გამოჭამა ყელია.
სე დამთავრდა ქეფი,
ბა დელია-დელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იხვი და მამალივიტი, ვიტი, ჩემზე დიდი მოცურავე ვინ არი, ვის ამშვენებს ულვაში, გამეჯიბროს ცურვაში. ზურგზე ლურჯი ზოლი გამდ...გუგულის საყვედურიჩიტებში რომ მაქიაქებთ, მთათხავთ, ტალახს მესვრით, ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე ჩემზე უკეთესი?.. სხვა რომელი ჩი...შეჯიბრინოდარიკოს და მაიკოს აქვთ კამათი და დავა. ამ ზაფხულს დასასვენებლად ვინ სად და როდის წავა. მაიკომ უთხრა: - ...შაშვებიხეზე შემოსხდნენ შაშვები, შურდულს ესვრიან ბავშვები. - შაშვი ხომ მგალობელია, ჰეი, ბავშვებო, რას შვრებით! და...საწყალი ბაბუაჩემი საწყალი ბაბუა უწყინარია, კეთილი, დღედაღამ ჩაფიქრებული, ოთახში გამოკეტილი. ვთხოვ: - ბაბუ, ტყეში წავიდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026