kids.ge logo

ბაბუაჩემი

ფავორიტებში დამატება
ის, მისი დღე და წუთისოფელი,
როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა,
იდგა ბუხართან ხელადა სველი
და უღვიძებდა ბაბუას მადას.
ნამზინი და ზამთრის გულში
ტკბილი ქართულით მოლაპარაკე,
ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში
საბა-სულხანის იგავ-არაკებს.
არ იშორებდა წელზე სატევარს,
ბატონკაცური შვენოდა წვერი,
უყვარდა ლხინში ღამის გათევა -
მოგონებები ძველთაგან-ძველი.
უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი
ქართველის ეშხი და სილამაზე,
უყვარდა შვილი და შვილიშვილიც,
ამღერებული არწივის ხმაზე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სამშობლოტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია...კრწანისის ყაყაჩოებიჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიან...აბასთუმანიბასთუმანი — ხაბაზთუბანი… მზემ ფანჯრებიდან შემოანათა. ჩემი საწოლი და სასთუმალი, ჩემი პალატა, თეთრი პალატა....საქართველო იყო მათი საოცნებო სახელიძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰ...დასვენების დღევდგავარ და ვხედავ, როგორ თენდება ეს დღე — მთისა და ბარის ზეიმით… ყოველთვის ტკბილად გამახსენდება მისი უბად...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026