kids.ge logo

ფეხსაცმელი

ფავორიტებში დამატება
- პირს შაშვივით რისთვის აღებ,
ფეხსაცმელო, რა გჭირს?
მითხარ, იქნებ კბილი გტკივა
ყბას შეგიხვევ ნაჭრით.
შიმშილმა თუ შეგაწუხა,
მოგცემ რძეს და ნამცხვარს.
- არა, ბურთი ვითამაშე
და ძალიან დამცხა.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026