kids.ge logo

იხვი და მამალი

ფავორიტებში დამატება

ვიტი, ვიტი,
ჩემზე დიდი
მოცურავე ვინ არი,
ვის ამშვენებს ულვაში,
გამეჯიბროს ცურვაში.
ზურგზე ლურჯი ზოლი გამდევს,
ჩემპინის კანტია,
იხვთა მოდგმა ვასახელე,
მეძახიან „კვატიას“.
და დედლების ამალით
იქვე გაჩნდა მამალი.
კან არ დახია,
ტანზე შემოხია:
- მაგ დაფეხვილ ტრაბახას
მივალ, ყელში ვეცემი,
დახალეთ, დედლებო,
თქვენი ლაყე კვერცხები.
სე მაგრად გავცურო,
სე მაგრად ვიყივლო,
მაგას თუ არ ვაჯობო,
დე, გამიხმეს ბიბილო!
გადაეშვა მორევში,
ცა ყივილით გახია,
და იმ დღიდან მამალი
დედლებს არ უნახია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაწონილევანიკომ და ნოდარმა გატეხეს ჩაიდანია, ბებო გაგიჟდა, საღამოს ჩაი რომ ვეღარ დალია. ლევანმა გადუჩურჩულა ნოდ...დედიკოს ვფიცავარწერა-კითხვა ვისწავლე, აი, უკვე დიდი ვარ. არ წამიყვანთ სკოლაში? ბაღში აღარ მივდივარ!.. თვლა ხომ ვიცი ასამდ...ნანალურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: - ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, ...ნემსიძაფს რომ ნემსში ვერ აგებს, ბებო ბრაზობს ძალიან, მიჯავრდება ხანდახან, თითქოს ჩემი ბრალია, შორიდან რომ ვუქც...ბაყაყისა და ქეთინოს გასაუბრებაგაბერილი და ამაყი წყალში ყიყინებს ბაყაყი. ქ ე თ ი ნ ო : ცურვა რომ იცი, ბაყაყო, ყვინთვა რომ იცი, ბაყაყო, ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026