kids.ge logo

დათუნიას მოსაწვევი ბარათი

ფავორიტებში დამატება
სათაფლიას უსიერში
ყველას, ყველას გელით,
ხვალ ჯვარს იწერს ჩემი ბიჭი,
სამაყო ბელი.
ფიჭვნარში მაქვს გამართული
მამული და სახლი,
სავსე პანტით, კურკანტელით,
წაბლითა და თაფლით.
ქორწილი მაქვს არნახული,
სმით და ჭამით, დაღლით,
ღონდ არ წამოიყვანოთ
მონადირე ძაღლი,
ღონდ არ წამოიყვანოთ
ტყეში სტუმრად ფუტკარი,
და თუ მოვა, ის ნესტარი
შინ დატოვოს, უთხარით.
ღონდ არ წამოიყვანოთ
მონადირე სოფლის,
და თუ მაინც არ დაიშლის,
შინ დატოვოს თოფი.
თქვენი კარგად ყოფნის მეტი
რაფერი მინდა,
ერთხელ მაინც ვიქეფოთ
ჩხუბრად და მშვიდად.
ჩემს სასახლეს უღრან ტყეში
არ აწვიმს, არ ათოვს,
თუ მეწვევით, გამახარებთ!
მარად თქვენი დათო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026