kids.ge logo

ფეხი დამადგით...

ფავორიტებში დამატება
ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
--ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი “ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“....
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობა
დით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
--ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჟუჟუნა წვიმა მოვიდაჯეჯილში ჩაიშრიალა თვალგახელილმა ყანამა, მთით მობერილმა ნიავმა, ნარგიზის იავნანამა... ერთი პაწია ჩიორა მუხ...ო, მადლსა შენსაო, მადლსა შენსა, ცაო ქართვლისა, კვლავინდებურად ჩვენთვის ეხმიოს, შიგნი თუ გარე, გაღმა-გამოღმა თავს ყმაწვილ...თუთალამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი... დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი, ...პაწაწინა რტო ვარმეფერება მზე ალერსის მთოვარს, ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა... მე მიგალობს, როდი მიმატოვა, თოხიტარა, პაწაწი...რეკენ ზარები, რეკენ...რეკენ ზარები, რეკენ... სიზმარია თუ ცხადი? დაესვენება ჩემს წინ დიდი თამარის ხატი... რიდით შეარხევს ქარი დრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026