kids.ge logo

საახალწლო სათხოვარი

ფავორიტებში დამატება
თამუნია დილიდან
რთავს ხასხასა ნაძვის ხეს,
რიგრიგობით ათავსებს
ტოტზე ბურთებს, ლალისფერს.

ვერცხლისფერი რგოლები
სულ, სულ ზემოთ დაჰკიდა,
მერე პაპას მიეჭრა,
- ახლა იცი, რა მინდა?

შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ,
ჰოდა, თუკი გცალია,
მომიწყვიტე ვარსკვლავი,
გეხვეწები ძალიან.

არჩიე ყველაზე
ლამაზი, თან პატარა,
სულ კი არ დავიტოვებ,
მერე მტრედებს გავატან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნინომ შიშიწვიმის შხაპუნა წვეთები ეფერებიან ბაღებს, ნინო სარკმელთან დამდგარა, ფანჯარას ფრთხილად აღებს და შორს, მაღალ...ჩემი ქალაქიისეთი ლამაზი ქალაქია, ცვარიც კი ვარსკვლავად ბრწყინდება. სავსეა ღიმილით, სიყვარულით, სიმღერაც არავის სწყინ...გაზაფხულის სიმღერათეთრი კაბა ჩაუცვამს ალუბალს და ალუჩას, ბულბულების გალობას დასასრული არ უჩანს. ყოჩივარდებს, ენძელებს მოუჩი...პეპლებიჩემს თოჯინას კაბა შეუკერა დედამ, ნახეთ, ამ კაბაზე ხომ პეპლები სხედან? გადავწყვიტე ჩუმად ყველა დამეჭირა, ა...ანნა მარიაზოგი ანნას მეძახის, ზოგი კიდევ - მარიას... რა ვქნა, რით ვერ ისწავლეს, მქვია ანნა მარია! მალე ექვსის გავხდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026